logo
ENG



თალიბანის თქმით, "უსაფრთხოების ზომების შემუშავებამდე" დასაქმებული ქალები სახლში უნდა დარჩნენ

24 აგვ 202120:12
3 წუთის საკითხავი
 
თალიბანის თქმით, "უსაფრთხოების ზომების შემუშავებამდე" დასაქმებული ქალები სახლში უნდა დარჩნენ

თალიბანის განცხადებით, დასაქმებული ავღანელი ქალები სახლებში უნდა დარჩნენ, სანამ "მათთვის უსაფრთხოების შესაბამისი ზომები არ შემუშავდება". ამის შესახებ დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, სწორედ ქალთა უფლებებს ეხებოდა. თალიბანი ისლამური კანონების მკაცრი ინტერპრეტაციების მიმდევარია. 2001 წლამდე ავღანეთში მათი მმართველობის ქვეშ, ქალებს წართმეული ჰქონდათ სწავლისა და მუშაობის უფლება, ქალებს ეკრძალებოდათ სახლის დატოვება თანმხლები ნათესავი კაცის გარეშე, იძულებული იყვნენ ეტარებინათ ბურქა, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დასჯის სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ.

ახლა თალიბანის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალებს მიეცემათ მუშაობისა და სწავლის საშუალება, ოღონდ ისლამური კანონების ფარგლებში.

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბაჩელეტი ქალთა უფლებები "ფუნდამენტური წითელი ხაზია" და მოუწოდა გაეროს წევრ სახელმწიფოებს, სპეციალური ორგანო შექმნან, რომელიც ავღანეთში ადამიანის უფლებებს დააკვირდება.

ზაბჰულა მუჯაჰის მტკიცებით, ახალი შეზღუდვა დროებითია.

"უსაფრთხოების ჩვენი ძალები არ არიან გაწვრთნილები იმისთვის, თუ როგორ მოექცნენ ქალებს - როგორ ესაუბრონ ქალებს. სანამ ჩვენ არ უზრუნველყოფთ სრულ უსაფრთხოებას, მოვუწოდებთ ქალებს, სახლში დარჩნენ", - თქვა მუჯაჰიდმა

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ "ქაოსური სიტუაციის გამო" ავღანეთის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტში აღარ დაუშვებენ.


close დახურვა